დავით ნარმანია “ქართუ ჯგუფთან” კონსულტაციების გამართვას ადასტურებს

თბილისში ახალი ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ „ქართუ ჯგუფთან“ კონსულტაციების გამართვას ადასტურებს თბილისის მერი. დავით ნარმანია ამბობს, რომ არის თბილისში ტერიტორია, რომელზეც შესაძლებელია ამ მასშტაბის საგანმანათლებლო დაწესებულების აშენება, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ ნაადრევია.

„მქონდა საუბარი “ქართუს“ წარმომადგენლებთან. არის რამდენიმე ტერიტორია, რომელსაც შევთავაზებთ მას შემდეგ, რაც პროექტს წარმოადგენენ. გააჩნია პროექტი რა მოცულობის იქნება და რა ტერიტორია დასჭირდება. ამიტომ კონსულტაციებს გავაგრძელებთ მომავალში, როდესაც პროექტი იქნება წარმოდგენილი,“ – განმარტა თბილისის მერმა

თბილისში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, პროექტს ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფი“ ააშენებს და ეს იქნება უდიდესი უნივერსიტეტი, რომელსაც ექნება თავისივე კამპუსი.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი ბერკეტი” – გია ვოლსკი
შემდეგი სტატია„სახეზეა ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირება“-გიგი წერეთელი