დავით ნარმანია: ფიზიკური პირების ზარალის ასანაზღაურებლად დაახლოებით 18 მილიონი ლარია საჭირო

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა ზიანის ასანაზღაურებლად 18 მილიონ ლარამდე არის საჭირო.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თანხების მობილიზება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და ანგარიშზე თანხები ყოველდღიურად ირიცხება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისგან.
“დაახლოებით 18 მილიონ ლარამდე არის საჭირო იმისთვის, რომ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურება მოხდეს იმ წესების საფუძველზე, რომელიც თბილისის საკრებულომ დაამტკიცა. გარდა ამისა, მეორე ნაწილი არის საჯარო ინფრასტრუქტურის აღდგენის ხარჯები, რისთვისაც ჩვენ 10 მილიონ ლარზე მეტი უკვე მივიღეთ. ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ დამატებით დაფინანსებაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების გარკვეული ნაწილი უკვე დაწყებულია იმ ფინანსების ფარგლებში, რაც ამ დროისთვის არსებობს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელის ინფორმაციით, კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახი სახელმწიფოსგან 100 ათას ლარს მიიღებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ცვლილება არის ფუნდამენტური და რევოლუციური, რაც ვერ გაბედა ვერც ერთმა ხელისუფლებამ