დავით ნარმანია: საერთოდ არ გვაინტერესებს ისინი რას ამბობენ

ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების განცხადებები ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს და ზნეობრივ ნორმებს ცდება, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია კრწანისის ყოფილი გამგებლის, ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებას, რომელმაც მისი ყოფილი მოადგილის, რომეო ფარულავას დაკითხვაზე დაბარება პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლად შეაფასა.
თბილისის მერის განცხადებით, პოლიტიკურ ზეწოლას ადგილი არ აქვს.
“დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ ზეწოლას ადგილი არ აქვს. ასეთი დავალება ხელმძღვანელობისგან გამგეობებს არ მისდით და ისინი ამას არ და ვერ გააკეთებენ. რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების განცხადებებს, ისინი ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს და ზნეობრივ ნორმებს ცდება, ამიტომ საზოგადოება მას ნაკლებად იჯერებს. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ისინი რას ამბობენ”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშირა გახდა 27 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალების მიზეზი?
შემდეგი სტატიაზუგდიდისა და წალენჯიხაში გამგებლის წარმომადგენლებს „აგრო ბარათები“ გადასცეს