დავით ნარმანია: პროცესი მიმდინარეობს სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვით

საკრებულოს უმრავლესობის მსგავსად, ოპონენტების შენიშვნები მიუღებელია დედაქალაქის მერისთვის. როგორც დავით ნარმანია აცხადებს, დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები პრიორიტეტების მიხედვით განხორციელდება.

“19 მილიონ ლარამდე არის აკუმულირებული იმ მოსახლეობის მხარდასაჭერად და მათთვის ბინების შესაძენად, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, შესაბამისად, ეს პროცესი მიმდინარეობს სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვით. მათი გარკვეული ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია, ისინი ვინ შეარჩია შესაბამისი ბინები. პროცესი მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში,” – განმარტა დავით ნარმანიამ.

ცვლილებების შედეგად თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარამდე გაიზრდება. როგორც უკვე ცნობილია, ამ ცვლილებებში არ არის გათვალისწინებული კომუნალური ვაუჩერების დაფინანსება. “კურიერის” ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობას ამ საკითხზე მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყია, შესაბამისი თანხა კი მოძიებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიტობავარჩხილის ტბაზე დაკარგულ ქართველ ტურისტს ეძებენ
შემდეგი სტატიათამარ კორძაია: მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში მთავრობის მონაწილეობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი