დავით ნარმანია ორგანიზაციებს და მედიას ინფორმაციის მაქსიმალურად გადამოწმებისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ცალკეულ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, გავრცელებამდე ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გავრცელებულ ცალკეულ დეზინფორმაციას, დეტალურად აღარ ვისაუბრებ თითოეულ მათგანზე, თუმცა მოვუწოდებ ცალკეულ ორგანიზაციებს, ცალკეულ მედიასაშუალებებს, რომ მაქსიმალურად გადაამოწმონ ინფორმაცია, ვიდრე ამ ინფორმაციას გამოიყენებენ. ეს ეხება ცალკეულ ისეთ განსაკუთრებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ არის შექმნილი და ცდილობენ მაქსიმალურად დეზინფორმაციის გავრცელებას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა მაგალითისთვის წყლის გამწმენდი ნაგებობის დაზიანებასთან დაკავშირებული საკითხი მოიყვანა და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას მოხალისეებთან ჰქონდა შეხება.
“მინდა აღვნიშნო, რომ ძლიერი წვიმისა და მოვარდნილი წყალდიდობის დროს, მდინარე ვერეს ხეობასთან რამდენიმე ადგილას კომპანია GWP-ს საკუთრებაში არსებული გამწმენდი ნაგებობა დაზიანდა, თუმცა მათ მოხალისეებთან რაიმე სახის შეხება არ ჰქონია და მითუმეტეს მოწამვლის ფაქტები არ ყოფილა. დაზიანებები იყო ისეთ ადგილას, სადაც მძიმე ტექნიკა იყო”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, კომპანია GWP-მ მიიღო დროებითი ზომები და გუშინ კომპანიამ გრძელვადიანი გეგმა წარმოადგინა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: სტიქიით გამოწვეული კრიზისის დროს გამოჩნდა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს
შემდეგი სტატიარა ხდება ერევანში?- მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ