დავით ნარმანია – მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ “ლაგუნა ვერესთან” ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ადამიანის საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი ზოოპარკის ადმინისტრაცია იყო.
“ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ზოოპარკის ადამინისტრაციას ჰქონდა და ზოოპარკი აწარმოებდა ამას. მდგომარეობა რთული იყო, ვინაიდან ცხოველების გარკვეული ნაწილი იყო დაკარგული და ყოველდღიურად მიმდინარეობდა, მათი როგორც ძებნის სამუშაო, ასევე იმ ტერიტორიაზე სადაც დაკარგულები იყვნენ, დროულად ხდებოდა ნაპოვნი ცხოველების ამოყვანა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, გარკვეული ცდომილება იყო მაჩვენებლებში. დანარჩენს გავარკვევთ. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რაც მოხდა. ახლა ყველაფერი უნდა გაირკვეს. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი, საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამ დროისთვის “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორია ქალაქის მერმა უკვე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გურიელიძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს
შემდეგი სტატია“გვეგონა, ლაფში იყო ჩაფლული, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო,“ – ზოოპარკის დირექტორი