დავით ნარმანია: ლევან ხაბეიშვილს რა უფლება აქვს პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს

“ლევან ხაბეიშვილს რა უფლება აქვს პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.

დავით ნარმანიამ განცხადება სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილისთვის, ლევან ხაბეიშვილისთვის, საკუთარ კაბინეტში ბრიფინგის ჩატარებაზე უფლების არ მიცემას გამოეხმაურა. დედაქალაქის მერის განმარტებით, კაბინეტში მერის გარდა ბრიფინგს არავინ ატარებს.

“ლევან ხაბეიშვილს რა უფლება აქვს პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს. კაბინეტში მერის გარდა არავინ ბრიფინგს არ ატარებს,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცოტა ხნის წინ ლევან ხაბეიშვილმა დაკავებული თანამდეობა დატოვა.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილს საკუთარ კაბინეტში ბრიფინგის ჩატარების უფლება არ მისცეს
შემდეგი სტატია“დაცემიდან ჯვართამაღლებისკენ”- ენგურის ხიდზე 27 სექტემბერს აქცია იგეგმება