დავით ნარმანია თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს

თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს, მერის დაბარების წესის გართულების შესახებ არ გამოხმაურებია დავით ნარმანია.

დედაქალაქის მერმა ზოგადად განმარტა თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები და დარწმუნებულია, რომ ამ ცვლილებების განხორციელებით საკრებულოს უფლებამოსილება არ შეიზღუდება, მათ შორის არც ქონების განკარგვის ნაწილში.

„ძალიან ბევრი გადასაწყვეტი ამოცანის წინაშე დგას დედაქალაქის მერია და სწრაფად გვჭირდება გადაწყვეტილებები განსაკუთრებით საინვესტიციო საკითხებზე, ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუმცა ეს არანაირად არ აკნინებს წარმომადგენლობითი ორგანოს როლს და ფუნქციებს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში„ნარმანია და ქართული ოცნების გამგებლები ემალებიან საკრებულოს წევრებსაც,” – ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატია„კვიტაშვილს კვალიფიკაცია საქართველოში ვერ ყოფნიდა და უკრაინაში მით უფრო ვერ ეყოფოდა“