დავით ნარმანია: ვისაც დანახვა უნდა, კარგად ხედავს, რას ვაკეთებთ

narmania

შემოდგომაზე თბილისის მერიამ 20 000-მდე ხე დარგო, – ასე უპასუხა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენი ხე დარგო თბილისის მერიამ ერთი მილიონი ხის დარგვის პროექტის ფარგლებში.
დედაქალაქის მერის განცხადებით, გაზაფხულიდან მათ უფრო ამბიციური და სერიოზული გეგმა აქვთ.

“კერძო სექტორსაც მოვუწოდე და ამაში კერძო სექტორიც აქტიურად ჩაერთო. ვისაც დანახვა უნდა, კარგად ხედავს რას ვაკეთებთ ჩვენ გამწვანების თვალსაზრისით”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიას წანასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი თბილისში მილიონი ხის დარგვა იყო.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა შესთავაზეს
შემდეგი სტატიათავდასხმა საფრანგეთში – დაშავებულია ერთი პოლიციელი