დავით ნარმანაია მოქალაქეებს დახმარებისკენ მოუწოდებს

დავით ნარმანაია მოუწოდებს მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა სარეაბილიტაციო სამუშაოებში. ქალაქის მერი მიმართავს მოხალისეებს მივიდნენ გმირთა მოედანზე და გზის გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად ჩაერთონ.

მისი თქმით, მოხალისეები მიდიან ადგილზე და მერია რთავს მათ სპეციალური სამსახურების დასახმარებლად სამუშაოებში.

„თუ ვინმეს ექნება სურვილი, განსაკუთრებით გმირთა მოედანზე არის შესაბამისი შეკრების ადგილი, საიდანაც ნაწილდება შემდეგ ტერიტორიების მიხედვით ადამიანები. მათ შეუძლიათ მოვიდნენ და აქედან განაწილდებიან შესაბამისი მიმართულებების მიხედვით, რათა დაეხმარონ ჩვენს თანამშრომლებს, რომ უფრო სწრაფად მოვახდინოთ დაზიანებული ნაწილის აღდგენა და ტერიტორიების გაწმენდა,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული
შემდეგი სტატიაბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოსთან 6 მგელი მოკლეს