დავით კირკიტაძე საქართველოში დაბრუნდა

კირკიტაძეს ორი ტრაქტორის საქმეზე გირაო შეეფარდა

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი საქართველოში დაბრუნდა. დავით კირკიტაძე აშშ-დან გვიან ღამით ჩამოფრინდა.

ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, მან სწავლა შეწყვიტა და ქვეყანაში გამოძიების კითხვებზე პასუხის გასაცემად დაბრუნდა.

საქმეს დავით კირკიტაძემ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

„ჩამოვედი საქართველოში, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი და გადავწყვიტე, ეს0 გავაკეთო აქედან, საქართველოდან და არა დისტანციურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაშიც ყველა დარწმუნდება რომ საქმე გვაქვს უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისაკენ,“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ყოფილ გუბერნატორს სახელმწიფო ბრალდება სახელმწიფო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: არანაირი დაპირისპირება არ არის
შემდეგი სტატიავიტალი ჩურკინი: სადაც ამერიკელები ჩნდებიან, იქ ცუდ ამბებს უნდა ველოდოთ