დავით ზურაბიშვილი: შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყონებლივ გაათავისუფლეთ სამივე!

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების წევრი დავით ზურაბიშვილი ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“რაის ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის? შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყონებლივ გაათავისუფლეთ სამივე! და თუ დაკავებაა, ვინც ეს იდიოტური ბრძანება გასცა, ის უნდა დააკავო პირველ რიგში,”-წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე ტელევიზიის პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და ერთი სტუდენტი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიოთარ ჩრდილელი: რატომ ცა და დედამიწა არ შეერთდება, როცა “ნაციონალები” მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ
შემდეგი სტატია“ეს ერთმნიშვნელოვანი ფაქტია და მისი ორმაგი ინტერპრეტაცია შეუძლებელია”- გიორგი კვირიკაშვილი 2008 წლის ომზე