დავით დონდუა: დონალდ ტუსკის ვიზიტის ახალი თარიღი უახლოს დღეებში შეთანხმდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტის ახალი თარიღი უახლოს დღეებში შეთანხმდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით დონდუამ განუცხადა. მისივე თქმით, ეს ვიზიტი ძალიან ახლო მომავალში ჩაინიშნება.
“ვიზიტი არ გაუქმებულა, გადაიდო იმ მოვლენების გამო, რაც ახლა ევროპაში საბერძნეთთან და ზოგადად ევროზონასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არის მისაღები ბრიუსელში და მისი ყოფნა იქ აუცილებელია. როგორც მისი სამდივნოდან გვაცნობეს, უახლოეს დღეებში ახალი თარიღი შეთანხმდება, რომელიც ძალიან ახლო მომავალში იქნება”, – განაცხადა დონდუამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში 14-15 ივლისს იყო ჩანიშნული, თუმცა საბერძნეთის კრიზისის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

banner
წინა სტატიაშილუგანსკელი სეპარატისტები ნარკოტიკებით ცხინვალიდან მარაგდებიან…?
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2521 ლარია