დავით დარჩიაშვილი – ჩვენი გეგმა არის საპროტესტო ელექტორატის გაზრდა, თუ საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

ჩვენი გეგმა არ არის ყოველდღიურად ქუჩების გადაკეტვა, რასაც ადგილი ჰქონდა 2009 წელს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა პარტიის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გეგმაა საპროტესტო ელექტორატის გაზრდა და თუ საჭირო გახდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა.
“ჩვენ არ ვგეგმავთ ყოველდღიურად ქუჩები გადავკეტოთ, რასაც ადგილი ჰქონდა 2009 წელს, როცა ძალიან დესტრუქციული იყო ოპოზიციის ქმედება, რომელიც ახლა ხელისუფლებაა და ჩვენ გვაბრალებს დესტრუქციულობას. ჩვენი გეგმა არის საპროტესტო ელექტორატის გაზრდა, თუ საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩვნების მოთხოვნა და მერე ამ არჩევნების გზით ამ ხელისუფლების გაშვება”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტი არაკონსტიტუციური არ იქნება.
“ჩვენ არ ვართ განწყობილი არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით ქვეყანაში რამის მოწყობისკენ. ასეთი რამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. ერთადერთი გზა არის ის, რომ პროტესტის მეშვეობით ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას ის ნაბიჯები, რაც ქვეყნისთვის აუციელებელია”, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები აქციაზე საქართველოს, ევროკავშირის, ნატოს და უკრაინის დროშებით მივიდნენ
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეეები “კოლმეურნეობის მოედნიდან” “თავისუფლების მოედნისკენ” მიემართებიან