დავით დარჩიაშვილი უმრავლესობას მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ, თუკი ოპოზიცია კვორუმის საკითხს პოლიტიკურად გამოიყენებს

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით დარჩიაშვილი უმრავლესობას მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ, თუკი ოპოზიცია პარლამენტში კვორუმის ქონა-არქონის საკითხს პოლიტიკურად გამოიყენებს.
დარჩიაშვილმა კომპეტენტურობის ნაკლებობად და გულუბრყვილობად შეაფასა დეპუტატების ლუკა კურტანიძისა და შოთა ხაბარელის განცხადებები, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ პარლამენტში საბოტაჟის მოწყობის შესახებ, ეკა ბესელიას იგივე მოსაზრებას კი – დემაგოგია უწოდა.
“შოთა ხაბარელი, ლუკა კუტანიძე და ეკა ბესელია აყენებენ საკითხს იმის შესახებ, რომ კენჭისყრებსა და რეგისტაციის პროცესში რომ არ ვმონაწილეობთ, ეს არის საბოტაჟი. ბატონი შოთა და ბატონი ლუკა ამას შეიძლება ამ სფეროში კომპეტენტურობის ნაკლებობით ამბობდნენ – ვგულისხმობ პარლამენტარიზმის ტექნოლოგიებს, რადგან სხვა პროფესიიდან ბრძანდებით და ეს ჩემი აზრით, შეიძლება გულუბრყვილობა იყოს. პარლამენტში უმცირესობას აქვს ის ბერკეტები რაც აქვს – სხდომის ჩაშლა, რეგისტრაციის არგავლა, ეს ერთ-ერთი მექანიზმია. თქვენ გაქვთ ბევრად უფრო დიდი მექანიზმები, მაგრამ როცა ქალბატონი ეკა იგივეს ამბობს, რომელიც იურისტია, რომელიც საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმებზე დადის, ეს უკვე დემაგოგიაა”, – განაცხადა დარჩიაშვილმა უმრავლესობის მისამართით და აღნიშნა ისიც, რომ კვორუმი უმრავლესობამ უნდა უზრუნველყოს, თუ სურს ოპოზიციის საქმიანობის გადაფარვა.
რაც შეეხება პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, დარჩიაშვილის შეფასებით, ოჯახური მიზეზების გამო სხდომების გაცდენის საპატიოდ ჩათვლა, ძალიან საჩოთიროა. დეპუტატის აზრით, ამ მხრივ რეგლამენტი უნდა შეიცვლაოს, მაგრამ ოპოზიციის ინტერესების გათვალისწინებით.
“ერთხელ ბატონ დავითთან (უსუფაშვილი) მქონდა შეხვედრა. თბილისში ძალიან სერიოზული მრავალპარტიული ფორუმი ტარდებოდა და შეგახსენებთ იმასაც, რომ საპარლამენტო ცხოვრება პარტიების გარეშე არ არსებობს. ფორუმს რომ დავსწებოდი, ბატონი დავითი აბსოლუტურად გაგებით მოეკიდა, მაგრამ მექანიზმი ვერ ვნახეთ, გარდა იმისა, რომ ოჯახური პირობები ჩაწერილიყო. ეს ცალსახად შესაცვლელია”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის პასუხად, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ლუკა კურტანიძე იურისტია და თან ძალიან კარგი. ვოლსკიმ კოლეგების მისამართით დარჩიაშვილის განცხადება “ზრდილობიანი ტონით მათ შეურაცხყოფად” შეაფასა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2477 ლარია
შემდეგი სტატია“ეს პირები არიან დამნაშავეები და უნდა დაისაჯონ” – პროკურორი ჟვანიას დაცვის წევრებზე საუბრობს