დავით დარჩიაშვილი: რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

საპარლამენტო უმცირესობაში რუსთავი 2-ის წილის მფლობელის, ტელეკომპანია საქართველოს, წილების დაყადაღებას დამოუკიდებელ მედიაზე შეტევად აფასებენ.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება, როგორც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სამართალწარმოება ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების ინტერსებში შედის.

„ის, რომ ივანიშვილი ბოლომდე შეუტევდა და შეეცდებოდა ბოლომდე მიეყვანა თავისი სურვილი აღსრულებამდე, თავისუფალ სიტყვას, მისი სურვილია, რომ რაც მას არ მოსწონს, არ ხდებოდეს ქვეყანაში, და არ ითქმებოდეს, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული, დაწყებული ნიკა გვარამიას უსაფუძვლო დაპატიმრებიდან, მერე ფინანსური ბერკეტები, ვიტყოდი და დიდი ეჭვია, რომ სისხლიც არის აქ, კიწმარიშვილის ამბავი, მხოლოდდამხოლოდ ამას შეიძლება უკავშირდებოდეს, რასაც ადრე თუ გვიან გამოძიება დაადგენს, ეს არის მსუყე გადაწყვეტილებები და ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ დაემსგავსოს დიქტატურას, დღეს სტრასბურგში ამაზე იყო საუბარი, დეტალებში გამოჩნდება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ყველაფერი თეთრი ძაფით როგორ დიქტატორულად არის ნაკერი. ეს ადამიანი თავისუფალ სიტყვას ებრძვის, რადგან მას ეს სიტყვა არ მოსწონს,“ – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი: რუსთავი 2–ს დავაფინანსებთ ხალხი !
შემდეგი სტატია“ქიბარ ხალვაში იბრძვის არა ქონების დასაბრუნებლად, არამედ თავისუფალი მედიისა და სიტყვის წინააღმდეგ”