დავით გოგიშვილი: “ჰააგის ტრიბუნალის თემის გააქტიურებაზე დასკვნების გაკეთება ნაადრევია”

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში ჩამოვიდა

ისტორიკოსი ბლოგერითუ გავითვალიწინებთ იმ გარემოებას, რომ ე.წ. ფერადი რევოლუციები და დემოკრატიის ახალი ტალღა, როგორადაც ამ რევოლუციებს თავის დროზე ნათლავდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია, იყო, არის და იქნება აშშ-ს ევრაზიული პოლიტიკის ყველაზე ფასდაუდებელი ,,ბრენდი,, , შესაბამისად ამ ფერადი რევოლუციების გზით ხელისუფლების სათავეში მოსული ლიდერების პოლიტიკური სახისა და იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ღირსების საქმეა. აშშ-ს გოს. დეპარტამენტში მოღვაწე ის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკათა საქმეებს, დღემდე აშშ-ს საგარეო პოლიტიკის უდიდეს მარცხად თვლიან ამ ,,ფერადი რევოლუციების,, გზით მოსული ლიდერების მიერ ხელისუფლებების დაკარგვას. 1). უკრაინა– ვიქტორ იუშენკო 2). ყურმანბეგ ბაკიევი–ყირგიზეთი 3). მიხეილ სააკაშვილი–საქართველო. აშშ-ს პოლიტიკის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ლიდერებს მაქსიმალურად შეანარჩუნებინონ სახე პოლიტიკურ პროცესებში, აქციონ ისინი სათადარიგო აქტიურ მოთამაშეებად და ახალ ხელისუფლებებზე ზეწოლის მოხდენით აიძულონ ამ სახელმწიფოთა ლიდერები მაქსიმალურად სასათბურე პირობები შეუქმნან ამ ლიდერებსა და მათ პოლიტიკურ ძალებს განვითარებისა და პოლიტიკური საქმიანობისათვის. ჰაიდი ტალიავინის დასკვნა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი და ბუნდოვანი სამართლებრივი ქვეტექსტების მქონე საერთაშორისო დასკვნა, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით კარგი მანიპულირებისა და ,,ქოთანზე ყურის სასურველი მიმართულებით მიბნევის,, კარგ საშუალებას იძლევა პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად. ასევე აშშ-ს გოს. დეპარტამენტი ყველანაირად შეეცდება პატიმართა მასიური წამების ამსახველი ფაქტებიდან უვნებლად დაუძვრინონ მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებლობას, ვინაიდან პატიმართა წამების კადრები ყველაზე მეტად შეიცავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს.მე პირადად მიმაჩნია, ეს არის ჩემი პირადი აზრი და ამ აზრს არ გააჩნია პრეტენზია აბსოლიტურ ჭეშმარიტებაზე: არ არის გამორიცხული, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას ჩამოსვლა თბილისში, ამ თემის წამოწევა და ზოგადად მთელი ეს კამპანია არის აშშ-ს გოს.დეპარტამენტის მიერ კარგად გათვლილი და ორგანიზებული ოპერაცია, რომლის მიზანია ზოგადად 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებაზე ინიციატივის ხელში აღების დასწრება, ოღონდ არა საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინება, არამედ პერსონალურად სააკაშვილის სრული საერთაშორისო სამართლებრივ-პოლიტიკური რეაბილიტაცია. დაუსრულებელი და დამღლელი გამოძიების პროცესიდან ძლევამოსილი სააკაშვილის მორიგი პრეზენტაციის გაკეთება საერთაშორისო არენაზე. ამიტომ ფატუ ბენსუდას ჩამოსვლის ფაქტზე და ზოგადად ჰააგის ტრიბუნალის თემის გააქტიურებაზე დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

ისტორიკოსი, ბლოგერი დავით გოგიშვილი

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა: ამერიკული კონტინგენტის რიცხობრიობა ავღანეთში უცვლელი დარჩება
შემდეგი სტატიაირანი და სომხეთი საქართველოს გავლით შავ ზღვაზე კორიდორის მოწყობას აპირებენ…