დავით ბერძენიშვილი – არც ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ არის უხიფათო ოთხი დეპუტატის წასვლა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობიდან” ოთხი დეპუტატის წასვლა პარტიისთვის სასარგებლო შიძლება არ იყოს.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, პარლამენტს გარეთ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.
,,თუკი ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტნიორები ამბობენ, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”, მათი აზრით, განახლების პროცესი ვერ შეძლო და ეს მიაჩნიათ მთავარ მოტივად, ეს მათი დეკლარირებული პოზიციაა. ამიტომ, რაიმე ტიპის მარჩიელობას მე ვერ დავიწყებ. არც ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ არის სასარგებლო, სასურველი, უხიფათო ოთხი დეპუტატის წასვლა. ოთხი “რესპუბლიკელი” წავედით 2004 წელს ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთიანი ბლოკიდან. ეს ოთხი დეპუტატი მიზიდულობის მთავარი ცენტრი აღმოჩნდა შემდგომ პროცესებში. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. ველოდები პარლამენტს გარეთ რა რეაქციები ექნებათ ,,ნაციონალურ მოძრაობის” წევრებსა და განსაკუთრებით მაინტერესებს იმ წრეების დამოკიდებულება, რომლებიც შესაძლოა საკუთარი ხედვებით არ იყვნენ შორს ზურაბ ჯაფარიძისგან”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დეპუტატებმა გოგა ხაჩიძემ, პალიკო კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ ,,ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიურკაინის პრეზიდენტმა ქვეყნის ევროვნული უსაფრთხოების სტრატეგია დაამტკიცა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა თემურ ნერგაძის სადეპუტატო უფლებამოსილება სცნო