დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტისას ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერენ ხელს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტისას ხელი მოეწერება ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს.
როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის.
“ბელორუსი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფო. მალე ველოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. რა თქმა უნდა, ჩართულობის ხარისხი, ინტეგრაციის ხარისხია განსხვავებული სხვადასხვა სახელმწიფოებში, მაგრამ სამეზობლო პოლიტიკის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგ საკითხებში საერთო გამოწვევები და საერთო მისწრაფებები გვაქვს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს დღეს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მთავრობამ დღეს ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი მიიღო
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გურჯაანის გამგეობა დატოვეს