დავით ბაქრაძე: ჩვენ ვიბრძვით სწორედ ჩვენი შვილების მომავლისთვის

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქციაზე შვილებთან ერთად არიან მისულები. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა, ყოველგვარი ინფორმაციები, რომ იქნებოდა არეულობები და დაინგრეოდა ქვეყანა, არის სიცრუე.
“ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ იგეგმებოდა დღევანდელ აქციაზე პროვოკაციები, მოხდებოდა ქვეყნის დანგრევა და არეულობა, ეს არის სრული სიცრუე. დღეს ჩვენ შვილებთან ერთად ვართ მოსულები და დღეს ჩვენ ვიბრძვით სწორედ ჩვენი შვილების მომავლისთვის”, – განაცხადა ბაქრაძემ, რომელიც სცენაზე შვილთან ერთად იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში იკრიბებიან. მოედანზე გაკეთებულია სცენა, საიდანაც პარტიის ლიდერები შეკრებილ მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.
მოძრაობა გადაკეტილია რუსთაველის გამზირზე და პუშკინის ქუჩაზე. აქციის მონაწილეები “წადი, წადის” შეძახილებით მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაში,,ისლამური სახელმწიფო,, შუა აზიაში გამოჩნდა
შემდეგი სტატია“თავისუფლების მოედანზე” “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს