დავით ბაქრაძე: შეუძლებელია გაჩუმება, როდესაც საქმე საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრობლემას ეხება

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის ძალიან ცუდი სიმპტომია ის, რომ ეროვნული დელეგაციის წევრები იწყებენ თავისი საშინაო პოლიტიკის განხილვას ამ დარბაზში, მაგრამ შეუძლებელია გაჩუმება, როდესაც საქმე საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრობლემას ეხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ მომხსენებელ პედრო აგრამუნტის მიერ მომზადებულ ანგარიშს უყარეს კენჭი.
“დღეს ფუნდამენტური პრობლემაა პოლიტპატიმრების არსებობა, პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები. ამის მკაფიო მაგალითია თბილისის ყოფილი მერის შემთხვევა, რომელიც არჩევნებამდე დააკავეს, თითქოს გადაუდებელი საქმე ყოფილიყოს და შემდეგ 9 თვე გაატარა ციხეში პროკურატურის რამე ვადის გარეშე, ამის შემდეგ კი პროკურატურამ დამატებითი პატიმრობა მოითხოვა”, – განაცხადა ბაქრაძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს, 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი
შემდეგი სტატია“მიიღო ის გადაწყვტილება, რაც მიიღო” – ზურაბ ტყემალაძე რუსთავი 2-ის საქმეზე