დავით ბაქრაძე : სოფელი არის წყლის გარეშე და ეს არის უზარმაზარი პრობლემა

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კასპის რაიონის სოფელ რენეში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.

პრობლემა სასმელ წყალს უკავშირდება, მოსახლეობას რიგში დგომა რამდენიმე საათი უწევს და კილომეტრებიდან ეზიდებიან.

დავით ბაქრაძე ასევე იმყოფებოდა სოციალურად დაუცველ ოჯახში, რომელსაც დახმარება მოუხსნეს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, მიუხედაობის, არასწორი მოვლის და უნიათობის გამო, ეს სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. დღეს სოფელი არის წყლის გარეშე და ეს არის უზარმაზარი პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რასაც ჭირდება მიხედვა,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაშსს-მ რუსთავში ნარკორეალიზატორი დააკავა