უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. დავით ბაქრაძე, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად უკვე შეხვდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.
„15 წლის განმავლობაში, რაც მე რეგულარული კონტაქტი მაქვს შეერთებული შტატების კანონმდებლებთან, არასდროს ყოფილა იმდენი კითხვის ნიშანი და იმდენი შეშფოთება საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც ამ ვიზიტის განმავლობაში დამხვდა ვაშინგტონში,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
უმცირესობის ლიდერის განცხადებით, ქვეყნის ამოცანა შეერთებული შტატების მხარდაჭერის შენარჩუნებაა, ვინაიდან ეს მხარდაჭერა ნიშნავს საქართველოს მომავალს.
„მე ძალიან მაწუხებს ის პესიმიზმი, ის შეშფოთება, რომელიც ვაშინგტონში არსებობს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და საქართველოს მომავალთან დაკავშირებით,“-განაცხადა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.