„დავერბოვკების“ სადუმლო მეთოდები – წერილი მეორე

„დავერბოვკების“ სადუმლო მეთოდები - წერილი მეორე

„ადამინზე ჭორს ავრცელებენ, ემუქრებიან, დასცინიან, შეურაცხყოფას აყენებენ…“

„დავერბოვკების“ სადუმლო მეთოდები – წერილი მეორე 

პაატა ზაქარეიშვილი – მტერი, გიგლა აგულაშვილი – მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევრო

„თაიმერი“, ინკოგნიტო წყაროს მონათხრობის მიხედვით, აგრძელებს იმ მეთოდების გამოქვეყნება, რომლებითაც სპეცსამსახურები ადამიანებზე ზეგავენას ახდენენ. როგორც ინკოგნიტო რესპოდენტი, რომელიც უშიშროების სამსახურში მუშაობის ბეგრანუდი აქვს, ამბობს ზემოქმედების ერთ-ერთი ხერხი ულტრაბგერითი ზემოქმედებაა და ამ შემთხვევაში, გამოიყენება, როგორც სითბური, ასევე, მექანიკური – დრეკადი რხევების მეთოდი, რომლის სიხშირეც 100 კილოჰერცს აღემატება. ასეთი რხევების მცირე ინტენსივობაც კი, აზროვნების სტრუქტურასა და ნერვიულ სისტემაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს, ასევე, იწვევს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, მხედველობის გაუარესებას, სუნთქვის შეკვრას, კონვულსიას. ზოგჯერ კი, ცნობიერების სრული გათიშვაცაა მოსალოდნელი. ისე, ულტრაბგერითი ზემოქმედებისთვის ხელსაწყოს დამზადება რთული ნამდვილად არაა.

კარგად ფოკუსირებული ულტრაბგერითი ზემოქმედებით ადამიანის ტვინიდან არასასურველი მოგონებებისა თუ ინფორმაციის სრული წაშლაა შესაძლებელი, ოღონდ საამისოდ აუცილებელია სპეციალური სამედიცინო აპარატურა და ამასთან, სათანადოდ მომზადებული პერსონალი.

როგორც წყარო ამბობს, ამ მეთოდებს სპეცსამსახურები კონკრეტულ ადამიანებზე იყენებენ: „ასეთი ადამიანები მხოლოდ პოლიტიკაში კი არა, შეიძლება, სამოქალაქო სექტორშიც არიან.“

რაც შეეხება ზემოქმედების, ანუ ინფრაბგერით მეთოდს, ეს მეთოდი, თურმე, ძალიან ეფექტურია: 16 ჰერცამდე დრეკადი რხევების მექანიკური რეზონანსის ამოქმედება ყურით, როგორც წესი, არ აღიქმება. ყველაზე საშიში 6/9 ჰერცის ე.წ. შუალედური რეზონანსული რხევებია. მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ეფექტი კი, 7 ჰერცით მიიღწევა – ამ დროს რეზონანსული რხევა ადამიანის ბუნებრივი რხევების სიხშირეს ემთხვევა და ნებისმიერი გონებრივი საქმიანობა შეუძლებელი ხდება, ადამიანს ეწყება თავის აუტანელი ტკივილი – ჰგონია, სადაცაა, თავი გაუსკდება.

ინფრაბგერითი ზემოქმედების სამი დონე არსებობს: დაბალი, საშუალო და მძლავრი ინტენსივობის.

დაბალი ინტენსივობის ბგერა იწვევს ღებინებას და ადამიანს მუდმივად ესმის ზუზუნი. ასევე, მოსალოდნელია მხედველობის გაუარესება. გარდა ამისა, ადამიანს შიშის მძაფრი განცდა ეუფლება…

საშუალო ინტენსივობის ბგერა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლასა და ტვინის დაზიანებას იწვევს. ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს პარალიზება, საერთო სისუსტე, ან სიბრმავე.

რაც შეეხება მძლავრი ინტენსივობის ბგერას, მას შესწევს უნარი, დააზიანოს სისხლძარღვთა სისტემა, გული და, ზოგ შემთხვევაში, გულის მუშაობაც გააჩეროს.

უსიამოვნო შეგრძნებები 120 დეციბალიდან იწყება, 130 დეციბალის ბგერა კი, ძლიერ ტრავმას იწვევს.

12 ჰერცამდე ინფრასიხშირეები, 85-110 დეციბალის ძალის ბგერის შემთხვევაში, იწვევენ ზღვის ავადმყოფობის შეგრძნებას და თავბრუსხვევას. 15-18 ჰერცის რხევებს კი, აფორიაქება და პანიკური შიშის განცდა მოჰყვება.

„დავერბოვკების“ სადუმლო მეთოდები - წერილი მეორე

როგორც „თაიმერმა“ გაარკვია, სპეცსამსახურთა არსენალში, ასევეა, ზემაღალი სიხშირის არაიონიზირებული, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ელექტრომაგნიტური, მიკროტალღური გამოსხივება, რომელსაც 1-დან 35-ჰერცამდე სიხშირე აქვს და ადამიანის ბიოდენებზე მოქმედებს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, „პიკაპებზე“ სწორედ ეს სპეციალური მოწყობილობა იდგა, რომელიც ზუზუნებდა, რასაც ხალხის უფრო მეტი აღგზნება მოჰყვა. სხვათა შორის, ამ იარაღის გამოყენება კანონით აკრძალულია.

ელექტრომაგნიტური, მიკროტალღური გამოსხივების ზემოქმედებით, ადამიანი რეალობის შეგრძნებას კარგავს, ტონუსი იწევს, ან ეცემა…  ამ სახის ზემოქმედება, ასევე, იწვევს დაღლილობის, თავის ტკივილისა და ღებინების შეგრძნებას. ამასთან, შესაძლებელია, ადამიანის ინსტინქტური სფეროს სრული სტერილიზაცია, გულის დაზიანება, ტვინისა და ცენტრალური ნერვიული სისტემის ფუნქციის მოშლა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ელექტრომაგნიტური, მიკროტალღური გამოსხივებით ადამიანის თავის ტვინში ინფორმაციის შეტანაა შესაძლებელი.

წყაროს თქმით, ზემაღალი არაიონიზირებული გამოსხივებისას ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო, ასე ვთქვათ, ნივთებიც გამოიყენება, მაგალითად, სატელეფონო და რადიოგაყვანილობის სადენები, კანალიზაციისა და გათბობის მილები, ტელევიზორი, ტელეფონი, ანტისახანძრო სიგნალიზაცია. საამისოდ აპარატურის დამზადება კუსტარულადაც შეიძლება.

ასეთი ტიპის გამოსხივებამ, თუკი ის კონკრეტული ობიექტის, ან ობიექტებისკენაა კონცენტრირებული და მიმართული, შეიძლება, გამოიწვიოს ფეხების კანკალი და დაბუჟება, თავის აუტანელი ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, შეუჩერებელი ხველა, ცემინება და გულის არითმია. თუკი ადამიანი გამოსხივების ზონას მოშორდება, ეს სიმპტომები გაქრება…

„7 ნოემბერს ხალხს ხელები დაუბუჟდა და ღებინების შეგრძნება გაუჩნდა. მართალია, ამას ცრემლსადენ გაზს აბრალებდნენ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, „ნაციონალებმა“ სწორედ ზებგერითი გამაღიზიანებელი გამოიყენეს, თუმცა ამაზე არავინ არაფერს ამბობს. არადა, გამოძიებას, მინიმუმ, უნდა ეკითხა, რა ზუზუნებდა. ისე, საინტერესოა, ეს იარაღი სადაა. აი, სწორედ ესაა საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული – მერაბიშვილმა და სხვებმა საკუთარი ხალხის დასაზომბირებლად ზებგერითი გამაღიზიანებელი გამოიყენეს!“ – გამოთქვამს ვარაუდს „თაიმერის“ წყარო.

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, დაზომბირების, თურმე, კიდევ ერთი მეთოდი არსებობს, რომელსაც ტორსული გამოსხივება ჰქვია და რომელიც განსაკუთრებული ფიზიკური გამოსხივების ტიპია. ის ბუნებრივ გარემოში არ ეკრანირდება, თუმცა ფსიქოფიზიკურ აქტივობაზე ზემოქმედებს – ამცირებს, ან ზრდის. ამ მეთოდით ობიექტის ქვეცნობიერში „აუცილებელი პროგრამის“ კოდირებაა შესაძლებელი.

ასევე, მასობრივი ზომბირებისთვის, თურმე, ტელევიზიები გამოიყენება და ტელევიზიით მხოლოდ უარყოფითი ინფორმაციის გადაიცემა, როგორც ჩვენი რესპოდენტი ამბობს, სპეცსამსახურების ხელწერაა – მასაში აგრესიამ უნდა გაიღვიძოს.

ტორსული გამოსხივების აპარატურა მკაცრად გასაიდუმლოებულია, რადგან ადამიანთა დაზომბირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია…

„დავერბოვკების“ სადუმლო მეთოდები - წერილი მეორე

 

„ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დარღვევად მხოლოდ სატელეფონო მოსმენა და თვალთვალი არ უნდა ჩავთვალოთ. გარდა ამისა, უამრავი რაღაც არსებობს, რომლითაც ადამიანის უფლება ილახება. რა, ფსიქოლოგიური ზეწოლა უფლების დარღვევა არაა?  საქართველოში ყველა ზომბირებაზე ლაპარაკობს, მაგრამ წარმოდგენა ცოტას აქვს, თუ რა არის სინამდვილეში ზომბირება. დაზომბირება ადამიანის ქვეცნობიერის ფორსირებული დამუშავებაა, რის შედეგადაც ადამიანი საკუთარ წარსულთან კონტაქტს კარგავს და „ხაზეინების“ ბრძანებების გაუთვითცნობიერებულ და უპირობო შესრულებაზე პროგრამირდება,“ – ამბობს რესპოდენტი.

მისივე თქმით, ცნობილია ზომბირების ე.წ. მკაცრი და რბილი ფორმები: მკაცრი მეთოდით ზომბირებულის გამორჩევა ექსტერიერითა და მოქმედების მანერითაა შესაძლებელი, ანუ ამ დროს ემოცია ადამიანის მიერ წარმოთქმულ ფრაზებს არ ემთხვევა. ამასთან, მისი თვალის თეთრი ნაწილი არაჩვეულებრივად თეთრია, ხმა მოშვებული აქვს, არასწორად მეტყველებს. არ შეუძლია კონცენტრირება. აღენიშნება შენელებული მოქმედება და მეხსიერებაში ჩავარდნები. ახასიათებს უნებლიე, სტერეოტიპული ქცევები. გაიხსენეთ: მიხეილ სააკაშვილი საჯარო გამოსვლებისას ხელს ხან ცხვირზე ისვამდა, ხან – თავზე…

რაც შეეხება ზომბირების „რბილ ფორმას“, ასეთი მეთოდით დაზომბირებული ჩვეულებრივი ადამიანისგან ნაკლებად განსხვავდება. საერთოდ, „რბილი ფორმის“  კატეგორიით პროფესიული ზომბირება ძალიან რთულია და ობიექტის საფუძვლიან ფსიქოლოგიურ შესწავლას მოითხოვს. ამიტომ, საამისოდ სპეციალური სამედიცინო და კომპიუტერული აპარატურაც გამოიყენება. ასევე, საქმეში ცნობილი ჰიპნოზიორებიც მონაწილეობენ.

რაც შეეხება „მკაცრი ზომბირებისას“ ობიექტის ფსიქოლოგიური დაპროგრამების მეთოდებს, პირველ რიგში, ობიექტს იმ გარემოს აცილებენ, სადაც მანამდე ცხოვრობდა და სათანადო კონტაქტები ჰქონდა. მას ცხოვრების რეჟიმს სრულად უცვლიან – ვთქვათ, დაიჭერენ და გამოკეტავენ. დღის რეჟიმის შეცვლის პარალელურად, ობიექტის გარემოცვის მიმართ უნდობლობის პროვოცირება ხდება, ანუ ობიექტზე ჭორს ავრცელებენ, ემუქრებიან, რაღაცებს ატყუებენ, დასცინიან, შეურაცხყოფას აყენებენ და იმის უგულვებელყოფას ცდილობენ, რაც ობიექტისთვის ყველაზე ძვირფასია. ობიექტს კვების რეჟიმსაც უცვლიან – სპეციალურ დიეტაზე „სვამენ“ – ქიმიო და ბიოდანამატებით გაჯერებულ საკვებს აძლევენ.

ყველაფერ ამის ზემოქმედებით, ადამიანი აბსოლუტურად ინდიფერენტული ხდება და შთაგონებას ექვემდებარება. ამ დროს მის ქვეცნობიერში საჭირო ინფორმაცია შეაქვთ და ცხოვრებას დაპროგრამებით იწყებს.

„თაიმერის“ რესპოდენტის თქმით, ნებისმიერი ადამიანის დაზომბირება შეიძლება.

„მკაცრი ზომბირების“  მეორე მეთოდი სამსაფეხურიანია, აქედან პირველი „ტვინის გამორეცხვა“, ანუ მეხსიერების გაწმენდა და ჩამოყალიბებული ორინტირების დანგრევაა. „ტვინგამორეცხილ“ ადამიანს არც წარსული აინტერესებს და არც – მომავალი.

მეორე ეტაპი „სიტყვიერი კოდირებაა“, როცა ფსიქიკაზე ზემოქმედება გარკვეული იდეებითა და წარმოდგენებით ხდება.

მესამე საფეხური კი, „დამაგრებაა“, რაც შთაგონებული იდეებისა და წარმოდგენების კონტროლს გულისხმობს.

დაზომბირებული ადამიანი თავის მდგომარეობას ვერ აცნობიერებს. ზემოხსენებული ფაზების ტექნიკა კი, ასეთია: ობიექტი ჰიპნოზით, ან ძლიერი საძილე საშუალებებით ღრმა ძილში (დაახლოებით, 15 დღე) შეჰყავთ, დღეში ორჯერ, 150 ვატის ფარგლებში, მის ელექტრონულ იმპულსირებას ახდენენ. 10-15 დღის განმავლობაში, შესაბამის შთაგონების ტექსტს ასმენინებენ. ყოველი სეანსის შემდეგ, იმისთვის, რომ შთაგონების ტექსტი რელიეფურად იყოს აღქმული, ობიექტზე ისევ ელექტროშოკით ზემოქმედებენ…

მოამზადა ნიკა მელიქიძემ

 

banner
წინა სტატიაშისატვირთოში 70 მიგრანტის გვამი აღმოჩნდა
შემდეგი სტატია“თაიმერის” ფოტორეპორტაჟი სიონის საკათედრო ტაძრიდან