დადიანის არქივი საქართველოს გადაეცა

დადიანის არქივი

guirgi-kalandiaდღეს, ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ე. წ ” დადიანის არქივი” გადმოგვცა. ეს არის უნიკალური დოკუმენტების კოლექცია, რომელიც სამეგრელოს სამთავროსა და დადიანთა ისტორიას აღწერს–წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ირლანდიაში მყოფი სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქვეყნოდ განთქმული გაზეთის ” The Times” კორესპონდენციები ახალგაზრდა პრინცის ნიკოლოზ დადიანის შესახებ. სამეგრელოს უფლისწული დახასიათებულია როგორც უაღრესად პროგრესული და ლიბერალური ფასეულობების მატარებელი ადამიანი. კოლექციაში წარმოდგენილია ის საგაზეთო სტატიებიც რომელიც სამეგრელოს დედოფალს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილს ეკატერინე დადიანს შეეხება. მაგალითად 1855 წელს ოქსფორდში დაბეჭდილ საგაზეთო სტატიაში ნათქვამია რომ ” სამეგრელოს დედოფალი განსაკუთრებული სილამაზის ქალბატონი იყო”. ” დადიანის არქივი” ძვირფას ცნობებს შეიცავს სამეგრელოს

დადიანის არქივი
და კერძოდ, ზუგდიდის შესახებ. არაერთ დოკუმენტში აღწერილია სასახლეების არქიტექტურა და იქ დავანებული საგანძური. კოლექციის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი პირველ ქართველ მოჭადრაკეს, პრინც ანდრია დადიანსა და მის საჭადრაკო პარტიებს ეძღვნება. 100 ზე მეტი დოკუმენტის ბეჭდური ასლი უკვე ხელოვნების სასახლის კუთვნილებაა, ვფიქრობთ მათ პუბლიკაციას ზუგდიდის დადიანების სასახლესთან ერთად უახლოეს მომავალში განვახორციელებთ . როგორც ყოველთვის მადლობა დახმარებისათვის ირლანდიის საელჩოს თანამშრომელს ნათია კალანდიას. ხვალ კიდევ ერთ სიახლეს ველოდებით, ბიბლიოთეკამ ქეთევან წამებულის შესახებ ძვირფასი დოკუმენტის ასლი უნდა გადმოგვცეს, თუ მოლაპარაკება წარმატებით დავასრულეთ დეტალებს დამატებით გამოვაქვეყნებ. ამით კი ირლანდიაში ჩემი ვიზიტი დასრულდება და ათეულობით ძვირფას დოკუმენტს სამშობლოში წამოვიღებ»

დადიანის არქივიდადიანის არქივიდადიანის არქივი

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი:აჟიოტაჟი თუ მოიხსნება არაფერი საგანგაშო ქვეყანაში არ ხდება
შემდეგი სტატიასტიქია აფხაზეთში–დენდროპარკის ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეები წაიქცა