დადაევმა აღიარა ნემცოვის მკვლელობა… დანარჩენები დაკავებულები უარყოფენ

d7aab35efa9c6b21f0f8be0553ab92b3.i600x450x486დღეს მოსკოვში, ბასმანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ 5 დაკავებულ პიროვნებას: ზაურ დადაევს, ძმებ ანზორ და შაგიტა გუბაშევებს,  ჰამზათ ბახაევს, ტამერლან ესკერხანოვს…

ზაურ დადაევისა და ანზორ გუბაშევის დაკავება, უშინ 7 მარტს მოხდა, ხოლო დანარჩენი სამი დღეს დააკავეს… ერთერთმა  ეჭვმიტანილმა, რომლის დაკავებას სამართალდამცავები გროზნოში ცდილობდნენ, თავი ხელყუმბარით აიფეთქა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთა წინასწარი პატიმრობა 28 აპრილამდე გაგრძელდება, ხოლო გამოძიებას ოფიციალური ბრალის წარსადგენად მათ მიმართ, კანონით 10 დღე აქვს…

1051508642როგორც რუსული მედია აცხადებს, დაკავებულთაგან მხოლოდ ზაურ დადაევმა მისცა აღიარებითი ჩვენება… დანარჩენი დაკავებულები კი, უარყოფენ წაყენებულ ბრალდებას.

 

banner
წინა სტატიაშიკახა ცხადაძე პირველი ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიარუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა მოხუცთა სახლში მცხოვრებ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს