დაგეგმილია როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე შეიაღარებისა და თავდაცვითი ნაწილის ფუნდამენტური მოგვარება

თავდაცვაში დაგეგმილია როგორც ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული საკითხების ფუნდამენტური მოგვარება, ასევე შეიარაღებისა და თავდაცვითი ნაწილის მოგვარება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა განუცხადა.
თინა ხიდაშელი ამ მიმართულებით უწყების გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ შეიარაღების განახლებისა და თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებისთვის ფრანგული კონტრაქტი მხოლოდ ერთი ნაწილია.
თინა ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო მანქანების ტარების ველი – ე.წ. ტანკოდრომი გახსნეს.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში ორი პოლიციელი დაჭრეს
შემდეგი სტატიაპროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ლიკა კიკიანის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს