დაბზარული კედლები და საცხოვრებლად უვარგისი შენობა – დევნილთა 18 ოჯახი დახმარებას ითხოვს

საცხოვრებლად უვარგისი შენობა-დევნილების თქმით ასეთი დასვნა დადო ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ნადარეიშვილის ქუჩაზე არსებულ შენობაზე, სადაც ამ დროისთვის 18 ოჯახი ცხოვრობს.

იძულებით გადაადგილებული პირები დახმარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დროული დახმარება არ მოხდება შენობა დაინგრევა. დევნილების თქმით, მათ ყოველდღიურ შიშში უწევთ ცხოვრება.

ავარიულ შენობაში 28 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.

როგორც დევნილები ამბობენ, მათ სამინისტროს და დედაქალაქის მუნიციპალიტეტს დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა ლაშა მაქაცარიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აპროტესტებს
შემდეგი სტატიაქალი გოლი საქართველოში ბრუნდება…