დაბა ჯვარში აფეთქებას დევნილის სიცოცხლე შეეწირა

,,თაიმერის,, მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის უკან, სამეგრელოში დაბა ჯვარში, ყოფილი სატვირთო ავტომობილების სატრანსპორტო პარკის ტერიტორიაზე ჩასახლებულ დევნილის საცხოვრებელ ბინაში  გაზის ბალონის აფეთქების შედეგად ბინაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი დაიღუპა…

აფეთქების  შედეგად დაღუპულია, აფხაზეთიდან ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიდან დევნილი 1946 წელს დაბადებული მიმოზა აკაკის ასული  ჯიქია…

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმოზა ჯიქია, რომელსაც 83 წლის მეუღლესთან ერთად აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 ოთახი ჰქონდა გამოყოფილი, საჭმელს ამზადებდა როცა გაზის ბალონს ცეცხლი გაუჩნდა… ცოლ-ქმარმა ცეცხლის ჩაქრობა ვერ შეძლეს და გადაწყვიტეს დაეტოვებინათ ბინა… თუმცა ცოტა ხანში მიმოზა ჯიქიამ გადაწყვიტა კვლავ შებრუნებულიყო ბინაში იმისათვის, რომ ორი წლის წინ დაღუპული შვილის სურათი გადაერჩინა ხანძრისაგან… საცხოვრებელში შესვლისთანავე ცეცხლწაკიდებული გაზის ბალონი აფეთქდა, რამაც თვითმხილველთა ინფორმაციით ხანდაზმული ქალბატონის სიცოცხლე იმსხვერპლა…

თვითმხილველთა ინფორმაციით, როგორც დევნილის საცხოვრებელი  ტერიტორია ასევე გვამი მთლიანად არის დამწვარი.

ადგილობრივების ცნობით, მიმოზა ჯიქიას გვამი ამ მომენტისათვის ქუთაისი პროზექტურაშია გადატანილი, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაში,,პუტინის სექსუალური კუზინა,, – ადელინა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ,,გრუს,, ოფიცრები ქართულმა ,,სპეცნაზმა,, აიყვანა…?