დაამტკიცებს თუ არა საკრებულო ნარმანიას წარდგენილ კანდიდატებს მერიის თანამდებობებზე

დღეს გახდება ცნობილი დაუჭერს თუ არა მხარს საკრებულო თბილისის მერიის მაღალ თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატურებს. ნარმანიას მიერ წარდგენილ კანდიდატებს გუშინ საკრებულოს სხდომაზე მოუსმინეს.

საკრებულოს როგორც უმრავლესობა ასევე ოპოზიცია თავად კანდიდატურებს იწონებს, თუმცა მათი ნაწილი დავით ნარმანიას წინადადების გაზიარებას არ გეგმავს.

უკვე ცნობილია, რომ თბილისის მერის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების წარმომადგენლები მხარს არ დაუჭერენ. მათ მიაჩნიათ, რომ მერიაში ფასადური ცვლილებები განხორციელდა და ახალი კანდიდატების დამტკიცების შემთხვევაში ვერ შეძლებენ განახორციელონ ის ცვლილებები, რაც თბილისისთვის არის საჭირო.

რაც შეეხება საკრებულოს მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს ისინი გეგმავენ, რომ წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირონ.

დავით ნარმანიამ საკრებულოს დასამტკიცებლად 2 ვიცე-მერი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი, სატრანსპორტო სასმახურის უფროსი და გამგებელი წარუდგინა.

banner
წინა სტატიაში”გრუზინული პადხოდია,” – თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თავისუფალი დემოკრატების კითხვებს პასუხობს
შემდეგი სტატიაუილიამ ლაჰიუ – ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი სამხედრო კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენს