“დაალაგეთ, გამონახეთ გამოსავალი, გასაგებია პრობლემები არსებობს, მაგრამ უნდა გამონახოთ გამოსავალი”- პრემიერი მინისტრებს მიმართავს

პრემიერმა მინისტრებს მთავრობის სხდომაზე შენიშვნები მისცა. მან მთავრობის წევრებს მოუწოდა, რომ ხარჯები გააკონტროლონ. სხდომაზე პრემიერი დაინტერესდა, თუ რომელ სამინისტროს აქვს შესრულების პრობლემა.

“ეკონომიკის სამინისტროს აქვს 87 პროცენტიანი შესრულება 5 თვეში 6 თვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 70 პროცენტიანი შესრულება 6 თვეში 5 თვის,” – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ღარიბაშვილს.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ წყლის პრობლემა აქვთ.

“ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ განსაკუთრებით რთული სიტუაცია გვაქვს წყლის ნაწილში, რაღაც გაუგებარ, ქაოსურ სიტუაციაში ვართ,” – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ამ განცხადების საპასუხოდ კი ირაკლი ღარიბაშილმა ინფრასტურქტურის მინისტრს მიმართა, რომ მან გამოსავალი უნდა მოძებნოს სიტუაციის დასალაგებლად.

“ამიტომ დაალაგეთ, გამონახეთ გამოსავალი, გასაგებია პრობლემები არსებობს, მაგრამ უნდა გამონახოთ გამოსავალი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ასევე დაინტერესდა კონკრეტულად რომელი რაიონი ვერ ითვისებს ხარჯებს და რატომ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მან უნდა გაუწიოს კოორდინაცია სამინისტროებს.

“კოორდინაცია უნდა გაუწიოთ თითოეულ სამინისტროს, კაპიტალური ხარჯები, რაც არის ძალიან მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ბიუჯეტის კორექტირება ძალიან რთული პროცესია
შემდეგი სტატიაწვიმის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს მერია და გამგეობა დაეხმარება