,,დააკვირდით ციფრებს ისინი ყველაზე ნაკლებად ტყუიან,,

fuli-lari,,ლარი კვლავ გაუფასურდა!
დღეს ბრიფინგის დაწყებამდე “შინაურულად” მკითხეს, ამდენს და ამდენს ხომ არ მიაღწევსო. ხალხი შეშინებულია. ჩემი პასუხი იყო: არა! წარმოუდგენელია… მგონი ცოტა დავამშვიდე… თუმცა, 33 პროცენტიანი ვარდნის დროსაც როგორ უნდა იყო მშვიდად?!
მაინც რა დიაპაზონში შეიძლება “იტრიალოს” ლარმა?
გარდა ღრმა ანალიტიკური მოდელებისა, რომლის მეშვეობით შეიძლება ვივარაუდოთ ვალუტის გაცვლის კურსის ცვალებადობა მეტნაკლები სიზუსტით, არსებობს როგორც მსუბუქი, ნახევრადსერიოზული ( მაგ. ბრიტანული ჟურნალ “ეკონომისტის” ყოველთვიური ჰამბურგერის “ბიგ-მაკის” ინდექსი), ასევე ძალზე ზოგადი მეთოდებიც.
ერთ-ერთი ასეთი ორიენტირია ფულის მასის (M2) შეფარდება ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებთან. იგულისხმება, რომ დღეს ყველამ რომ დაუბრუნოს ეროვნულ ბანკს რაც კი რამ ლარი გააჩნია და მოსთხოვოს დოლარები, როგორი იქნებოდა კურსი?
M2 დღეისათვის არის 5,5 მილიარდი ლარი, R-რეზერვები 2,45 მილიარდი დოლარი. მათი შეფარდება, 5,5:2,45=2,24.
ანუ ამ მარტივი მეთოდით 1$=2,24 ლარს. ეს არის საწყისი ნიშნული. პესიმისტებმა ცოტა წაუმატეთ, ოპტიმისტებმა ცოტა ჩამოსწიეთ, რეალისტებმა ამ ციფრს უყურეთ.
გაიზრდება ფულის მასა?-ცუდია! შემცირდება რეზერვები?-ცუდია! მთავრობა ცუდია?-ცუდია! ეროვნული ბანკი ცუდია?-ცუდია!
თუმცა ეს უკვე მრავალფაქტორული მოდელი გამოდის და ავცდი თავდაპირველ პოსტულატს. გადადეთ გვერდზე ესენი და კვლავ დააკვირდით ციფრებს. ისინი ყველაზე ნაკლებად ტყუიან,, წერს ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახალაძე: ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთერლობის მდგომარეობა ნორმალურია
შემდეგი სტატიაპოროშენკომ უკრაინული ,,ჯაველინები,, გამოცადა