დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

ცენტრის ინფორმაციით გადამდებ დაავადებათა თვალსაზრისით, წყალდიდობის დროს ყველაზე მაღალი რისკის მომცველი სასმელი და რეკრეაციული წყლებია.

მათი რეკომენდაციით წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად. არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში არ ხართ დარწმუნებული. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში.

სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება; შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად); გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი: ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად; საკვების მოსამზადებლად; სასმელების დასამზადებლად; ყინულის მოსამზადებლად; ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად; ხელების დასაბანად. ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;

საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირების მიზნით: მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს; მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მზა კერძი მოათავსეთ მაცივარში; მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები – თავდახურულ ჭურჭელში. გახსოვდეთ! მაცივარი არა არის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების გარანტი ელექტროენერეგიის გათიშვის შემთხვევაში. თუ ელექტროენერგია ხანგრძლივად არ მოგეწოდებათ, შესაძლოა, თქვენი კერძების კეთილსაიმედობა საეჭვო გახდეს.

დაზარალების ეპიცენტრში ყოფნისას, გაითვალისწინეთ: არ გამოიყენოთ საკვებად წყალში ჩაძირული პროდუქტები. თუ გაქვთ ჭა, მისი წყლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სრულად ამოტუმბვის და დეზინფექციის შემდეგ, სასმელად და ხილ-ბოსტნეულის გასარეცხად გამოიყენეთ გადადუღებული ან ბოთლში დაფასოებული წყალი; გარეცხეთ (გამოხარშეთ) დაბინძურებული ჭურჭელი, ან გარეცხვისთვით გამოიყენეთ საპონშემცველი საშუალებები და ე.წ. მათეთრებელი.

banner
წინა სტატიაშიუგზო-უკვლოდ დაკარგულთა სია ცნობილია
შემდეგი სტატიაზოოპარკში დამხრჩვალი ცხოველები იპოვეს