გუშინ ოსმა სეპარატისტებმა 2 ქართველი დააკავეს… ქართული მხარე კი – დუმს…

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ 30 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონში, ზნაურის რაიონის სოფელ მუგუთის ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, 1971 წელს და 1944 წელს დაბადებული  ორი ქართველი დააკავეს…

,,ამ დროისათვის სამხრეთ ოსეთის უსიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური, დაკავებულთა სასამართლოსთვის გადაცემის პროცედურებზე მუშაობს,, აცხადებს ოსური წყარო.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოქალაქეების დაკავების ეს ფაქტი არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა ამ დღეების განმავლობაში სეპარატისტების მხრიდან…. ოსური წყაროები ადასტურებენ ქართველთა დაკავების ფაქტებს 27 და 29 ოქტომბერსაც, რაზეც ქართველ ოფიციალურ პირებს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიაშშ – სირიაში, რუსეთთან შეუთანხმებლად ,,სპეცნაზს,, და თვითმფინავებს აგზავნის…
შემდეგი სტატია(ვიდეო)ზურაბ ჯაფარიძე: “სააკაშვილი ადამიანებზე ისე საუბრობს თითქოს ცხოველებზე საუბრობდეს”