გურჯაანში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ინციდენტი 9 აპრილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში, ბერიაშვილების ბინის შესასვლელ კართან მოხდა. აფეთქებას წინ ახალგაზრდა მამაკაცების ჩხუბი უძღოდა.

ბერიაშვილები ყვებიან, რომ ურთიერთშელაპარაკება ეზოში დაიწყო, ინციდენტის ამოწურვის შემდეგ კი ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა მათთან ოჯახში გადაინაცვლა.

მათივე თქმით, რამდენიმე წუთში ხელყუმბარის აფეთქება გაისმა, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გურჯაანის სავადმყოფოში გაეწიათ. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარს შს გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს. ინციდენტის ყველა მონაწილე უკვე დაკითხულია.

banner
წინა სტატიაში„არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ქმნის უსამართლო საარჩევნო გარემოს,” – ნინო ლომჯარია
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტროსთან აქცია იმართება