გურჯაანში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ესროლეს

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

გურჯაანში თავისუფლების ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ესროლეს. შემთხვევა გამთენიისას ავტომობილების გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟის მისამართით გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილს კი მინები აქვს ჩამსხვრეული. სამართალდამცავებმა გაზგასამართი სადგურის თანამშრომლები უკვე დაკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე, ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი IRI-ის კვლვევის შედეგებს არ ენდობა
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები ბათუმის საბავშვო ბაღებშიც გამოავლინა