გურჯაანში, აქციის დროს დაკავებული 4 პირი უკვე თავისუფალია. მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა, ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო განხილვა 18 სექტემბრისთვის გადადო, რადგან პოლიციამ დღევანდელ პროცესზე დაკავებულების დაუმორჩილებლობის მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო ითხოვა.
4 პირო დღეს გურჯაანში გამართულ საპროტესტო აქციაზე იმ დროს დააკავეს, როცა პოლიცია თელავი-გურჯაანი-თბილისის მთავარი მაგისტრალის გახსნას ცდილობდა.
შსს-ს ინფორმაციით, ოთხივე დაკავებულს 173-ე მუხლით წარედგინა ბრალდება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოუწევთ თუ არა ჯარიმის გადახდა უკვე გათავისუფლებულ აქციის მონაწილეებს, 18 სექტემბერს გახდება ცნობილი.