გურიის საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გურიის საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
როგორც „თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ თანამდებობაზე კახა ონიანი დაინიშნა.

ონიანმა ამ პოსტზე გოჩა ფერსაშვილი შეცვალა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გადავიდა გოჩა ფერსაშვილი.

კახა ონიანი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე საპატრულო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს 63 წელი შეუსრულდა
შემდეგი სტატია,,ალბათ გვეპატიება, თუ თავს დავიწყებულ მოკავშირედ ჩავთვლით”