გურიაში 100 მლნ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება

კომპანია ,,შავი ზღვის მარგალიტი” გურიაში 100 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გურიის გუბერნიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში, გია სალუქვაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ჯერჯერობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა
ორგანული პროდუქტის (ხორცი, რძის პროდუქტები, ხილ ბოსტნეული და ა.შ.)
წარმოების საკითხი განიხილება. ინვესტიცია კომპლექსის მშენებლობას მოიცავს,
რომელშიც წარმოებული პროდუქტების ექსპორტირებისთვის ტერმინალი განთავსდება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპლექსი უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. სამუშაოების ეფექტურად შესრულებას მონიტორინგს კომპანიის სპეციალისტები გაუწევენ. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად გურიაში რამდენიმე ათასი ადგილობრივი დასაქმდება.
პრესსამსახურის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე, განიხილეს “პროფესიულ კოლეჯთან” მემორანდუმის გაფორმებისა და კადრების გადამზადების საკითხიც.
“შავი ზღვის მარგალიტის”” ინიციატივა ჩვენი რეგიონისთვის მართლაც
სასარგებლო იქნება. მხარის ხელისუფლება კომპანიას პროექტის წარმატებით
განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას უცხადებს. გურიის რეგიონში ამ
ტიპის ინვესტიციის განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. მსგავსი
სახის პროექტები მხარის ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს”, _
განაცხადა გია სალუქვაძემ.
პრესასმსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი სერტიფიცირებული იქნება, რომელიც ევროპის ბაზრის სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ ბათუმის პორტში შემოვა
შემდეგი სტატიაშსს-მ ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა