გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში დღის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა

გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში დღის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელზეც დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. როგორც “თაიმერს” რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, თათბირს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ხელმძღვანელობს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე მონაკვეთზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

საკოორდინაციო შტაბის სხდომას შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგორბაჩოვი ატომური ომის საფრთხეს ხედავს
შემდეგი სტატიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ორლანდს სამძიმრის წერილს უგზავნის