გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ისევ შეიზღუდა. გზების დეპარტამენტიის ინფორმაციით,  მიზეზი აღნიშნულ მონაკვეთზე სინოპტიკური პირობების გაუარესებაა.
“მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე სინოპტიკური პირობების გაუარესების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2015 წლის 6 აპრილის დღის 11:00 სთ–დან საღამოს 18:00 სთ–მდე. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. საქართველოს მასშტაბით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

banner
წინა სტატიაშიდაჭრილ პოლიციელს პრემიერ მინისტრი მოინახულებს
შემდეგი სტატიამკვლელობაში ეჭვმიტანილი აბულაძის და: ამ ყველა სიბინძურეს და საშინელებას ვემიჯნები