გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთში (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა.

banner
წინა სტატიაშიკაგებეს კვალი ანატოლი სობჩაკის სიკვდილში
შემდეგი სტატიადღეს შენდობის კვირაა