გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე – პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დებატების ფორმატში არ უნდა წარიმართოს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს