გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით,  გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მოსალოდნელია ძლიერი თოვა და კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
შეზღუდვებია დაწესებული ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი მოძრაობა თავისუფალია, მათ შორის თბილისიდან გუდაურის მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა?
შემდეგი სტატიადავით ონოფრიშვილი ლარის კურსის გაუფასურების შეჩერების ბერკეტებზე საუბრობს