გუდაურის მიმართულებით გზა ისევ ჩაკეტილია

ფასანაურიდან გუდაურის მიმართულებით გზა ამ დრომდე გადაკეტილია. ზვავსაშიშროების გამო ადგილზე აკრძალულია გზის გამწმენდი ტექნიკის მუშაობაც.

მლეთის პოლიციის შენობასთან გვიან ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანები იყვნენ გაჩერებული და გზის გახსნას ელოდებოდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა.

უკვე მეორე დღეა გზა ასევე ჩაკეტილია გუდაური-ლარსის მიმართულებით, სადაც ათამდე მანქანაა გაჩერებული. გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ზვავსაშიშროების გამო აქაც ვერ ხერხდება.

banner
წინა სტატიაშიიარაღის უკანონო ტარებისთვის 25 წლის მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიამსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნა გრძელდება