გუგული მაღრაძე:”ფაშისტური გერმანიის დროს რაც ხდებოდა, წამების და სხვა ფაქტები, ეს ხელმისაწვდომი იყო”

გუგული მაღრაძე

გუგული მაღრაძე "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს“ წამების და სექსუალური ძალადობის შემცველ კადრებზე  ვისაც უნდა, რომ ნახოს ეს, რა ხდებოდა და რა არ ხდებოდა, უნდა მიუწვდებოდეს ხელი იმიტომ, რომ იყოს სწორი შეფასებითი და ემოციონალური დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ. სხვანაირად ის შეურიგებელი დამოკიდებულება არ ვითარდება ხოლმე ადამიანებში–აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე.

მისივე თქმით ფაშისტური გერმანიის დროს რაც ხდებოდა, წამების და სხვა ფაქტები, ეს ხელმისაწვდომი იყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდოდა ამის ნახვა. რაც შეეხება არასრულწლოვანს, არასრულწლოვანთან შეიძლება რაღაცა დონე იყოს. 16 წლიდან ადამიანს უკვე თავისი შეხედულებები უყალიბდება. ასე, რომ, რაკი ეს არსებობდა რეალურად, რეალურად რაც არსებობს, ამის შესახებ ადამიანებს ინფორმაცია რომ ჰქონდეს, ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ხელმისაწვდომი იყოს. მე არ ვამბობ, რომ საჯარო სივრცეში და ძალით წავიყვანოთ ვიღაცა ქუჩაში და სხვა, მაგრამ შევიკრიბეთ, ვთქვათ, რაღაც ორგანიზაცია ვართ თუ სკოლა, თუ ვინც ვართ და გვინდა, რომ ვნახოთ, რა იყო რეალურად იმიტომ, რომ რაღაცეებს ამბობენ და რეალურად არ მინახია და მე შემიძლია, არ დავუჯერო ვიღაცის ნათქვამს, ხო? ჩემი თვალით უნდა ვნახო ეს, ხო? ”–აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

banner
წინა სტატიაში,,ვიზა-ლიბერალიცია სამშვიდობო პროცესს სერიოზულად წაახალისებს”
შემდეგი სტატია“საქართველოში მთავრობა არ აკონტროლებს მართლმსაჯულებას”