გუანტანამოს პატიმარი, რომლისთვისაც ბრალი 13 წლის მანძილზე არ წაუყენებიათ

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ ვაშინგტონის ფედერალურ მოსამართლეს მიმართა მოთხოვნით, გუანტანამოს ციხიდან ერთ-ერთი პატიმარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაანთავისუფლონ.
როგორც განთავისუფლების შესახებ განცხადების წარმომდგენი ადვოკატი ტარიკა ბა ოდახა ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 34 კილოს იწონის და დაღუპვის პირასაა.

2007 წლიდან ოდახას ხელოვნურად კვებავენ, რადგანაც უვადო შიმშილობა გამოაცხადა.
“ასოშეითედ პერსის” განცხადებით, ბრალდებული ციხეში ბრალის წაყენების გარეშე 2002 წლიდან იმოფება.
აშშ-ს მთავრობას მისი “ალ-ქაიდასთან” კავშირში აქვს ეჭვი.
გადაწყვეტილება, რომ პატივარი,რომელიც იემენიდან არის, გაედეპორტებინათ საკუთარ ქვეყანაში, 5 წლის წინ იქნა მიღებული, მაგრამ ის მაინც გუანტანამოს ციხეში იმყოფება დღემდე.

“ბიბისის” კორესპონდენტის თქმით, პენტაგონი თავს იკავებს აღნიშნული ციხიდან პატიმრების დეპორტაციისგან იმის მიუხედავად, რომ მათ ამისი იურიდიული საფუძველი არა აქვთ.
“ასოშეითედ პრესის” მიერ გავრცელებული ცნობით, გუანტანამოს ციხეში სულ 116 პატიმარია, მათ შორის 69 იემენიდან.
ოდახის გარდა, დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება 51 პატიმარს აქვს, თუმცა ისინი ისევ გუანტანამოში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიFiat Chrysler-მა 85 ათასი მანქანა გამოითხოვა ბაზრიდან
შემდეგი სტატიაცხინვალის ციხიდან 36 წლის მამუკა სამხარაძე გაათავისუფლეს