”გრუზინული პადხოდია,” – თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თავისუფალი დემოკრატების კითხვებს პასუხობს

„ვიღაცის ინტერესები თუ არ გაითვალისწინე, მიუღებელი ხარ. საქართველოა, გრუზინული პადხოდია,” – ეს განცხადება „თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა იმ კითხვებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მასთან ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებს და საკრებულოს ოპოზიციას აქვთ.

ამ წუთებში ხომერიკს ფრაქციის დახურულ სხდომაზე უსმენენ.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი პროექტი საეჭვოდ იყო შეჩერებული და რამდენიმე კორპუსის პროექტი შეთანხმებულიც კი არ იყო, შესაბამისად, მათი დასრულება დაგვიანდა.

ხომერიკის თქმით, ყველა პროექტი 2015 წელს იქნება შესრულებული. რაც შეეხება მის მიმართ არსებულ შეკითხვებს, “თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი” ამ ფაქტს პოლიტიკურ კონიუქტურას და ოპონენტების პირად ინტერესებს უკავშირებს.

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი ლია ჯავახაძე კი სხდომის დაწყებამდე „კურიერთან” საუბრისას აცხადებდა, რომ თემურ ხომერიკთან არსებული კითხვები ყველა იმ პროექტს შეეხება, რომლებიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო და არ შესრულდა.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლება ქმნის მართვად ქაოსს,, აცხადებს პროფესორი ბეჟან ჯავახია
შემდეგი სტატიადაამტკიცებს თუ არა საკრებულო ნარმანიას წარდგენილ კანდიდატებს მერიის თანამდებობებზე