გრიგორი კარასინი: მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის შესაბამისად მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და აბაშიძე

გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა

მაღალ და უმაღლეს დონეზე კონტაქტების პერსპექტივა რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობას შორის ნარჩუნდება. ამის შესახებ “რია ნოვოსტის” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.
“პერსპექტივა ყოველთვის არის, მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო. კვლავაც მივიჩნევთ, რომ მაღალი და მით უმეტეს, უმაღლესი დონის კონტაქტები კეთილსინდისიერად უნდა მომზადდეს, რადგან მოუმზადებელ კონტაქტებს ყოველთვის არ მოაქვს ღირებული შედეგები. ჩემი აზრით, ჩვენი ქართველი პარტნიორები ამას კარგად ხვდებიან. სწორედ, მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის შესაბამისად მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და აბაშიძე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების დავალებით”, – აღნიშნა კარასინმა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში გარდაცვლილ ბავშვებს შაბათს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიამდინარე დუნაიში ნაპოვნი ცხედარი გაუჩინარებული ქართველი გოგონა აღმოჩნდა