გოცირიძე VS ტყემალაძე

ეკონიმიკის ექსპერტმა რომან გოცირიძემ, პარლამენტის წევრს ,,მრეწველებიდა,, ბიზნესმენ ზურაბ ტყემელაძეს, ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდძე ზედიზედ რამდენიმე პოსტი მიუძღვნა…

,,თაიმერი,, უცვლელად, კომენტარების გარეშე გთავაზობთ ამ პოსტებს

,,ახლახან ვუსმინე იმედზე ზურაბ ტყემალაძის აბსურდულ გამოსვლას. ერთ დროს მისი ფრაქციის წევრის და მერე ფრაქციის თავმჯდომარედ მოვლინებული კახა გიუაშვილის “ინტელექტბანკზე” საუბრობდა. მაგრამ არ დაასახელა. შეგნებულად. ყველამ იცის, რა დღეში ჩააგდეს ეს ბანკი თაღლითების ჯგუფმა ამ მთავარი აქციონერის მეთაურობით. მათ მიითვისეს ამ ბანკის მეანაბრეთა თანხები და ბანკი გააკოტრეს. დღეს რაღაც პრესკონფერენციაც მოაწყვეს. იხილეთ ჩემი მინაწერი ამაზე. დანარჩენზე სხვა დროს. ყველაფერს გაიგებთ საჯაროდ, მათ შორის ტყემალაძის შესახებ.
“ვუსმენ ამ ზღაპრებს. ერთი სიტყვაც არ არის სიმართლე. ბანკი გააკოტრა მთავარმა აქციონერმა,ყოფილმა დეპუტატმა, ტყემალაძის თანამოსაქმე
კახა გიუაშვილმა. აქ გამოსული პატარა აქციონერები ან დაზარალებულები არიან, ან თაღლითური სქემის მონაწილე. მეანაბრეთა ფულის უდიდესი ნაწილი თვითონ გაიტანეს სესხად, მათ შორის “პადსტავნოი” ფირმებით. გახდნენ მილიონერები მეანაბრეთა ხარჯზე. ბანკი კააკოტრეს და თითქმის ოც მილიონამდე ზარალი მიაყენეს. დირექტორები და ბუღალტრები შეგნებულად აწვდიდნენ ეროვნულ ბანკს ყალბ ბალანსებს, რისთვისაც შემდგომ რამდენიმე დაპატიმრებული იქნა. 36 ათასი მეანაბრე გაძარცვეს. რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცათ შანსი, რომ კაპიტალი შეევსოთ. ვერ შეძლეს. ვიღაც უკრაინელებზე უთითებენ. ფულის გამთეთეთრებლები. ყალბი პასპორტით ( ე. წ. “ბომჟისთვის” მოპარულით) ფირმის დამფუძნებლები, რომლებიც უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა ამხილა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში. რამდენი დრო მიეცა მათაც( სანამ გაირკვევოდა რანი იყვნენ), მაგრამ მაინც არ გადმორიცხეს ფული მას შემდეგ, რაც ადგილზე გაერკვნენ ბანკის საშინელ მდგომარეობაში. მცირეოდენი შემოიტანეს და მერე გაჩერდნენ. ძლივს გადრჩა მრავალი მილიონის დაკარგვას ხალხი ეროვნული ბანკისა და მთავრობის ხელშეწყობით. მის გადარჩენის პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. დიდი შრომა გასწია, რომ ვინმეს ეყიდა ეს ბანკი. 1ლარი კი არ ღირდა, არამედ მინუს 17 მილიონი( თუ ზეპირად მახსოვს მაშინდელი ციფრები). მთავარი დამნაშავე, მთავარი აქციონერი, გვარს არ დავასახელებ და ამ დამნაშავეთა კოლმეურნეობის თავმჯდომარე( რომელიც ჩრდილშია და ვითომ არ ჩნდება) მაშინ იყო დეპუტატი, ამიტომ გადაურჩა დაკავებას. დროებით, როგორც ჩანს.
მოკლედ, ვინც ქართულ ანდაზებს ყურს არ უგდებს, ცუდი დღე ელის. ” თაგვმა თხარა, თხარაო და კატა გამოთხარა”.
ცუდი ამბები ამოატივტივეს. ყველა ნახავთ იმ სიმდიდრეს, რომლებიც ბანკის მეანაბრეების და ზოგიერთი მცირე აქციონერის დაზარალების ხარჯზე მოიხვეჭეს ბობოლებმა.
არასდროს ამ ბანკს დივიდენდი არ გაუცია აქციონერებისათვის( შეიძლება ოდესღაც იყო გამონაკლისი. ალბათ სიმბოლურად). მაშინ რა აზრი ჰქონდა ბანკის მესაკუთრეობას, თუ შემოსავალს არ გაძლევს? შემოსავალი სწორედ შავი სქემებით ნაშოვნი ფული და ქონება იყო.
რამდენი? დაგითვლით! დღესაც შეგრჩათ ბევრი: სასტუმროები თუ ბიზნესები, რომლებიც სწრაფად გადააფორმეთ სხვებზე, რომ მეანაბრეებისათვის ფულის დასაბრუნებლად არ გაეყიდათ.
ახლა ფულის შოვნა მოუნდათ. სამართლიანობის აღდგენის ნიღბით. საქართველოს ბანკის ხარჯზე. სწორედ ასეთების გააქტიურება ხელს შეუშლის სიმართლის დადგენაში იმათ, ვინც შესაძლოა მართლაც უკანონოდ დაზარალდა.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: სასამართლოში თქვენი გამარჯვების შანსი ნულის ტოლია, იმიტომ რომ დამნაშავეები ხართ, რაც თქვენივე დაქირავებული თანამშრომლების მიერ არის აღიარებული და დოკუმენტურად დადასტურებული. ბანკი დოკუმენტებზე აგებული სისტემაა. როგორც არ უნდა მოინდომოთ, მათ ვერსად გააქრობთ. ასევე დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: ახალ გარემოებათა გამო დიდი შანსია, რომ გაგასამართლონ. მაშინ იმუნიტეტი იცავდა ვიღაცას, ახლაც ვიღაცების იმედი აქვთ პარლამენტში. ტყუილად.”
——————————————–
,,ტყემალაძემ ფულის სუნი იყნოსა!
2006 წელს ” ინტელექტბანკი”, მისი დამფუძნებლის, ზურაბ ტყემალაძის ახლობლისა და პარლამენტში მისი ფრაქციის წევრის, კახა გიუაშვილის, აგრეთვე ბანკის ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედებების გამო გაკოტრების პირას მივიდა. მეანაბრეთა და წვრილ აქციონერთა ფული თითქმის მთლიანად ამათ სასარგბლოდ იქნა გატანილი და საკუთარ ბიზნესებში გადაქაჩული, რამაც გამოიწვია ბანკის გაკოტრების და მთლიანად საბანკო სისტემის დესტაბილიზაციის რისკი. ეს საფრთხე ეროვნული ბანკის და მთავრობის მიერ დიდი გაჭირვებით იქნა თავიდან აცილებული. ოც მილიონამდე ზარალის მქონე ბანკი ” საქართველოს ბანკმა” შეიძინა.
მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მე ვიყავი. ინტელექტბანკის დროებით ადმინისტრაციას გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა( ჯერ კიდევვ
პროკურატურაში გადასვლამდე). სწორედ ქადაგიძის მიმართ სხვა შემთხვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს უნდათ მიაბან ინტელექტბანკის ამბავი და თავი დაჩაგრულებლად და სამართლიანობის მაძიებლებად წარმოაჩინონ.
დეპუტატ ტყემალაძეს და ამ ბანკის აქტივების მიმთვისებელ- გამნიავებელ დეპუტატ გიუაშვილს თავის დროზე საჯარო პროტესტი არ გამოუთქვამთ. ბევრ საკითხებში ძალიან ტკბილად თანამშრომლობდნენ იმდროინდელ ხელისუფლებასთან და საკმაო გავლენაც ჰქონდათ პარლამენტში. ვინ-ვინ და ასეთი გავლენიანი პირები თავს ტყუილად არავის დააჩაგვრინებდნენ.
10 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ “სამართლიანობის აღდგენის” ეგიდით ფულის გაკეთება შეიძლება. უნდათ ან “საქართველოს ბანკს” გამოსძალონ, ან კომპენსაცია მიიღონ ჩვენივე ისედაც შესაკვეცი ბიუჯეტიდან.
ტყუილად ოცნებობენ. იმიტომ,რომ იმ ბანკის ხელმძღვანელების დანაშაული აშკარაა, ხოლო ეროვნული ბანკის ქმედება აბსოლუტურად კანონიერი.
ბატონი ტყემალაძე( რომლის მიმართ ეროვნულ ბანკს თავის დროზე სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა), ტელევიზიით ჩემს სახელს ახსენებს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში რაღაც ბევრს გვმოძღვრავსო. ეშლება. არა ბოლო პერიოდი, არამედ ბოლო 25 წელიწადია, რომ მართლაც “ვმოძღვრავ” ზოგიერთს. თავიანთ ჭკუით ორ კურდღელს იჭერენ: იქნებ ფულს გამოჰკრან ხელი და ზეწოლაც მოახდინონ დამოუკიდებელ საექსპერტო აზრზეც, რომელიც, როგორც ჩანს, არ მოსწონთ.
არ გამოუვათ არც ერთი და არც მეორე!,,
———————————————-
” როცა დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე ამინდის პროგნოზზე ლაპარაკობს, პირველი, რაც უნდა მოგივიდეთ თავში, არის ის, თუ როგორ აპირებს აქედან ფულის შოვნას?!”
( ჩემი კატის შაბათ-კვირის აფორიზმებიდან!)
” კატის ღირსი ხარ, შენ ტყემალაძე”( ეს უკვე მე ვარ.)  🙂 – აცხადებს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიპუტინის უახლესი ფოტო
შემდეგი სტატიაპირველი აფხაზი რეჟისორო ნელი ეშბა 87 ასაკში გარდაიცვალა